ზუსტად არ მახსოვს, რომელ კლასში ვიქნებოდი, ალბათ, მეოთხეში, ან მეხუთეში. ჩემთან, სოფელში, იმხელა თოვლი მოვიდა, დილით, ეზოში რომ გავედით, მამაჩემის „ჟიგული“ აღარ ჩანდა. მამამ ეზოს გადათოვლა დაიწყო. მე და ჩემი ძმაც ვეხმარებოდით. სკოლაში მაგვიანდებოდა, მაგრამ არ ვჯავრობდი – სოფლის გზებიც გაუკვალავი იყო და ფეხითაც რომ წავსულიყავი, სასწავლებლამდე შუადღემდეც ვერ მივაღწევდი.

მოკლედ, კარგა ხანს ვიმუშავეთ. ეზო გავწიმდენთ. ჯერ დედა მივიყვანეთ სამსახურში, მერე სკოლაში მივედით, მაგრამ იმ დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა – ყველა, მოსწავლიან-მასწავლებლიანად გუნდაობდა…

ახლა, შეიძლება, ვინმემ მკითხოს, ამ გაგანია ზაფხულში შენი ბავშვობის დიდთოვლობა რატომ გაგახსენდაო?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს – ჯერ ერთი, 40-გრადუსიან სიცხეში მხოლოდ მე კი არა, ნებისმიერი თქვენგანი ოცნებობს, ნეტავ, აცივდესო. მეორეც, ჩემი ბავშვობის დათოვლილი ეზო „გრანდე ჯგუფის“ „კრწანისი გრანდემ“ გამახსენა.

ვხვდები, კიდევ უფრო დაგაბინეთ. ამიტომ, მოდით, როგორც იტყვიან, „კარტებს“ გავხსნი.

მაშ, ასე: წარმოიდგინეთ, რომ ეზო გაქვთ გასაწმენდ-მოსავლელი. ან სულაც, ზამთარია და… თოვლი უნდა გახვეტოთ.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, წარმოიდგინეთ, რომ სახლამდე მისასვლელი გზაა შესაკეთებელი, ან კანალიზაცია გაიჭედა, წყლის მილი გასკდა, ელექტროგაყვანილობამ აურია. ყველაფერ ამის გაკეთებას, ფინანსების გარდა, დრო და ენერგია ჭირდება, ანუ ერთია სახლის აშენება, ან შეძენა, მეორე კი – მისი ტექნიკური გამართვა.

ვთქვათ, ტექნიკური საკითხები გადაჭერით, მაგრამ რას უშვრებით  ფასადის მოვლას, რომლისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამისი სპეციალობის ადამიანის დაქირავება?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 21-ე საუკუნეში აუზის გარეშე გაძლება ცოტა ძნელია. ჰოდა, აუზის გაკეთებას კი, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, თურმე, ისევ სახლის აშენება სჯობია.

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემა მოაგვარეთ, მაგრამ ხომ იცით, როგორ გადარეულ დროში ვცხოვრობთ – ერთი ფრთიანი გამოთქისა არ იყოს, ამ ქალაქში ფეხიც თუ დაგვრჩა გარეთ, მოგვპარავენ.  

ჰოდა, რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენს ამ რუდუნებით აშენებულ-მოწყობილ სახლში ვინმე ტვინგაცხელებული არ შემოიპარება და პირწმინდად არ „გაგასუფთავებთ“?

ახლა, იტყვით, ეგ რა პრობლემაა, დაცვის უამრავი კერძო კომპანიაა და დავიქირავებო. კი ბატონო, დაიქირავეთ, ნება თქვენია, მაგრამ კერძოდ დაცვის დაქირავება იმდენი დაგიჯდებათ, რომ „გაიყიდებით“. და მხოლოდ დაცვაა პრობლემა? ინდივიდუალური ხარჯი ყველა წვრილმანზე, რომელსაც თანამედროვე სახცოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ბევრად შეამსუბუქებს. ბინაში ცხოვრებას კერძო სახლში ცხოვრებასთან შედარებით ხარჯებს თვეში 25%-ით ამცირებს. დაითვალეთ თქვენი ხარჯები, გაწეული ეკონომია და დაფიქრდით რამდენ ლამაზ დღეს აჩუქებთ ამ თანხით საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.

კონკრეტულად რას გვთავაზობო? – მკითხავთ.

რას გთავაზობთ, ბატონო და, „კრწანისი გრანდეს“ – საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც კომფორტული და მშვიდი ცხოვრების ასპროცენტიანი გარანტიაა!

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, გარდა იმისა, რომ „კრწანისი გრანდე“ ე.წ. ჭკვიანი სახლის პრინციპზეა მორგებული, დაცვის უნიკალური და თანამედროვე სისტემითაცაა აღჭურვილი.

ერთი სიტყვით, ბევრს ნუღარ ფიქრობთ: ახლავე აიღეთ ტელეფონი და „გრანდე ჯგუუფის“ გაყიდვების სამსახურს დაუკავშირდით (595. 909-999; 551. 557-995), ან თუ ტელეფონზე საუბარი არ გიყვართ, მაშინ პირდაპირ ოფისს მადექით.

სადაა „გრანდე ჯგუფის“ ოფისი?

კრწანისში!

ჰო, ვიცი, კრწანისი დიდია და თუკი ზუტს მისამართს არ გეტყვით, ვერ მიადგებით.

ამიტომ, ჩაიწერეთ და დაიმახსოვრეთ:

თბილისი, კრწანისის 17 (შესახვევი).

ისე, ბევრი მიიჩნევს, რომ გაყიდვა და მარკეტინგი სინონიმებია, თუმცა საქმეში ჩახედულნი განმარტავენ, რომ გაყიდვა მარკეტინგულ კომპონენტებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია. პერსონალური გაყიდვა კი ინფორმაციის გადაცემა და კომუნიკაციაა.

ჰოდა, „გრანდე ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაციით ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებით!

ასე და ამგავრად, ჩემი ბავშვობის დათოვლილი ეზოდან „კრწანისი გრანდემდე“ მოვედი და „გრანდე ჯგუფის“ კომფორტულ სამყაროშიც თქვენც გამოგზაურეთ.

ახლა კი, როგორც იტყვია, ჯერი თქვენზეა – გადაწყვეტილებას ყოველგვარი ყოყმანის, დაფიქრების გარეშე იღებთ და „კრწანისი გრანდეს“ ბინადარი ხდებით!

ახალსახლობას, გილოცავთ, ქალბატონებო და ბატონებო! 

ზუკა ნემსაძე