ზოგი ამბობს, რომ ოცნებები არ ხდება. იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ბავშვები ოცნებობენ, მაგრამ მერწმუნეთ, ოცნებას ასაკი არ აქვს, ანუ ასაკი ციფრების მეტი არაფერია.

საიდან ვიცი? – საკუთარი გამოცდილებიდან: აგერ, სულ ერთი თვის წინ 45 წლის გავხდი, მაგრამ თინეიჯერივით მეოცნებე ვარ. რაზე ვოცნებობ? – ბევრ რამეზე, თუმცა მთავარი ოცნებაც მაქვს, უფრო სწორად, მქონდა. მქონდა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს ოცნება, პრაქტიკულად, აქხდა.

გაგიმხილოთ, რომელი ოცნება ამიხდა? – კეთილი, გაგიმხელთ. ისე, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მთავარი ოცნება მაინცდამაინც ექსკლუზიური არააა.

ჰო, ჩემი არ იყოს, შენც ხომ ოცნებობ, რომ საკუთარი ბინა გქონდეს, შენი ნავთსაყუდელი, ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობ, სადაც ერთგვარ მინისამეფოს მოაწყობ და მეფეც შენ იქნები, იმპერატორიც და პრეზიდენტიც.

გინდათ, გასწავლოთ, საკუთარი მინისამეფო როგორ შექმნათ? – გასწავლით და ბარემ, იმასაც გეტყვით, რომ ამის გაკეთება, ანუ ისეთი ადგილის მიგნება, სადაც თქვენს მყუდროებას ვერავინ დაარღვევს, უმარტივესაც შეიძლება.

ვიცი, იკითხავთ, ეს როგორო? როგორ და, მთავარია, ოცნება ზუსტად განსაზღვროთ. მე სწორედ ასე მოვიქეცი, თუმცა მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ:

შორეული და ბნელი 90-იანი წლებია. სკოლას ვამთავრებ და დედაქლაქში ჩამოვდივარ. არც დენია, არც – გაზი და ტრანსპორტიც საყველპუროდ მოძრაობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროვინციელ ბიჭს თბილისი ნამდვილ მეგაპოლისად მეჩვენება. საბურთალოზე ვცხოვრობ, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ბიძაჩემის ბინაში. მერე, ისე ხდება, რომ ნათესავებს საკუთარი უძრავი ქონება დასჭირდებათ და… პრაქტიკულად, ქუჩაში ვრჩები. მახსოვს, ქუჩაშიდარჩენილმა პირველად ბინა ნახალოვკაში ვიქირავე. ამ თავშესაფარს ბინა პირობითად ერქვა, თორემ სინამდვილეში ისეთი პატარა ოთახი იყო, აი, რომ ამბობენ ხოლმე, კატა კუდს ვერ მოიქნევსო. მაშინ საკუთარ ბინაზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი.

დრო გადიოდა… საცხოვრებელს პერიოდულად ვიცვლდი. ბინის კომფორტულობა და მდებარეობა შემოსავლებზე იყო დამოკიდებული. ამ წლების განმავლობაში იშვიათად გამიელვებდა ხოლმე აზრი, რომელიმე სამშენებლო კომპანიას ხომ არ მივადგე და ოთახნახევრიანი ბინა განვადებით ხომ არ ვიყიდო-მეთქი, მაგრამ ნაფიქრი სისრულეში ვერასოდეს მოვიყვანე.

რატომ? – ახლა ვხვდები, კოსმოსში ზუტს ინფორმაციას ვერ ვაგზავნიდი, ანუ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საკუთარი ბინა მინდოდა, მაგრამ თუნდაც ჩემს ფიქრებში არ ვაკონკრეტებდი, ეს ბინა რომელ უბანში უნდა ყოფილიყო, ან მაგალითად, საძინებელს ფანჯარა აღმოსავლეთით უნდა ჰქონოდა თუ დასავლეთით.

ახლა, იტყვით, კოსმოსი რა შუაშია, მთავარი ფულიაო. ჰო, ერთი შეხედვით, ასეა, მაგრამ სინამდვილეში, კოსმოსი შუაში კი არა, თავშია.

ხო, ვიცი, რომ არ გჯერათ, მაგრამ… როგორც ერთ ქართულ ფილმშია, მოთმინება, მოთმინება, ბატონო და, ყველაფერს მიხვდებით.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამას წინათ, მეგობარი მესტუმრა. „ლუდისტი“ არც მე გახლავართ და არც – ის. ამიტომაც, ყავას მივეძალეთ, ცოტა კონიაკიც მოვწრუპეთ, აქეთუ-იქითურიც ვთქვით და…

– ნაქირავებში როდემდე უნდა იცხოვრო, შენი ბინა არ გინდა? – ცამოწმენდილზე მკითხა მეგობარმა.

– მინდა, მაგრამ აბა, სად არის? – სასხვათაშორისოდ მივუგე.

– მაგარ ამბავს გეტყვი.

– დაიწყე…

– სამშენებლო დეველოპერული კომპანი „გრანდე ჯგუფი“ მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს და კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს ქმნის. ახლა კი ახალი პროექტი აქვს – „კრწანისი გრანდე“, რომელიც დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია და რომელიც მობინადრეებს ყველა სახის სერვისს ერთ სივრცეში ახვედრებს, – თავიდან ცოტა უგულოდ ვუსმენდი, მაგრამ ჩემი მეგობარი „კრწანისი გრანდეზე“ ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა, რომ თანდათან მეც ეშხშ შევედი და კითხვა-კითხვაზე დავუსვი.

– „კრაწანისი გრანდე“-ს კომპლექსი როდის ბარდება?

– წლის ბოლოს.

– Wow, ძაან მაგარია, ანუ იმას მეუბნები, რომ ახალ წელს შეიძლება, საკუთარ ბინაში შევხვდე?

– კი არ გეუბნები, დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე იქნება, – ნოსტრადამუსივით მიწინასწარმეტყველა მეგობარმა და დასძინა, – მართალია, ჯერ მშენებარეა, მაგრამ აი, კაცობას გეფიცები, „კრწანისი გრანდე“ კომფორტული და თანამედროვე ცხოვრების წესის ფორმულაა.

– დავიჯერო? – ჩავფიქრდი.

– მოდი, იცი, რა ვქნათ?

– რა?

– ხვალვე წავიდეთ და ყველაფერი ადგილზე შენი თვალით ნახე.

– მაგარი აზრია…

დილით, როგორც წესი, ადრიანად ვიღვიძებ ხოლმე. ტრადიცია, ცხადია, არც იმ დღეს დამირღვევია. თვალი გავახილე თუ არა, „ფეისბუქი“ დავსქროლე, მერე „გრანდე ჯგუფის“ ვებ-გვერდი შევისწავლე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, „გრანდეს“ ონლაინსივრცის აკურატულობა იყო, ანუ საიტზე ყველაფერი ისე მარტივადაა და დიზაინიც ისეთი გემოვნებიანია, რომ ამ ონლაინსივრცეში თავს რაღაცნაირად შინაურულად გრძნობ და იმასაც ხვდები, რომ აქ შენი შენიანები დაგხვდნენ!

ამსობაში 9 საათიც შესრულდა. სააბაზანოში შესვლამდე მეგობარს დავურეკე, ხომ არ დაგავიწყდა, „კრწანისი გრანდეს“ სანახავად მივდივართ, 20 წუთში შენთან ვიქნები და კორპუსთან დამხვდი-მეთქი. 

არ დაგიმალავთ და, შხაპის ქვეშ სიმღერა არ მჩვევია – ალბათ, იმიტომ, რომ ყურზე, როგორც ამბობენ ხოლმე, სპილოს აქვს დაბიჯებული. აი, ფიქრი კი მიყვარს. ჰოდა, იმ დილასაც ფქირმა წამიღო. უფრო სწორად, ფიქრმა კი არ წამიღო, ცხადად წარმოვიდგინე, რომ „კრწანისი გრანდეში“ ვარ, ჩემს ბინაში, ბინაში, რომელიც ცხოვრებისთვის იდეალური კომფორტის ზონაა.

ეს ჩემი ბინაა. ფანჯარასთან ვდგავარ და ღამის თბილისის ხედებით ვტკბები. მერე, თვალს 10 000 კვადრატულმეტრზე გაშენებულ ეზოს ვავლებ, ეზოს, სადაც 1000-ზე მეტი ულამაზესი ხე-მცენარე ხარობს.

ფანჯარას ვცილდები და ვერანდაზე გავდივარ… ჩემს თვალწინ ისევ ღამის თბილისის მისტიურად ლამაზი და მომნუსხველი ხედები იშლება.

ფიქრიდან ტელეფონის ზარს გამოვყავარ – ჩემი მეგობარი რეკავს, ნახევარ საათზე მეტია, გელოდები, სად ხარო.

ფეთიანივით ვიცმევ და… რამდენიმე ათეულ წუთში უკვე „კრწანისი გრანდეს“ მშენებარე კომპლექსთან ვარ.

გიდობას ჩემი მეგობარი ითავსებს:

– „კრწანისი გრანდე“, რომლის მშენებლობაც 21 000 კვ/მ-ზე მიმდინარეობს და რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება, თანამედროვე სტანდარტებით აშენებილი „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციებით აღჭურვილი კომპლექსია.

– „ჭკვიანი სახლი“ რა არის? – ჩავეკითხე მეგობარს.

– აი, წარმოიდგინე, რომ ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება.

– მაინც, რა ყველაფერი? – არ ვეშვები.

–  ღია და დახურული აუზები, განსაკუთრებული მოსასვენებელი და საპიკნიკე ზონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა სალონი ყველაზე ეკოლოგიურ გარემოში, ლობის სტილის სადარბაზოები და კომპლექსის სრული დაცულობა 24 საათის განმავლობაში…

– კეთილი, მაგრამ მანქანას სად გავაჩერებ? – ვინტერესდები.

– სად გააჩერებ და, –  სამდონიან მიწისქვეშა პარკინგზე, რომელსაც სამმეტრიანი ჭერი ექნება.

მოკლედ, ჩემს ლამის 30-წლიან უბინაობას წერტილი ესმევა, ანუ გადაწყვეტილია, რომ „კრწანისი გრანდეში“ ბინას ვყიდულობ და… ახალ 2022 წელსაც საკუთარ ჭერქვეშ შევხვდები!

ისე, აქამდეც, სანამ „გრანდე ჯგუფს“ გავიცნობდი, ვიცოდი, რომ ცხოვრება მშვენიერი იყო. ახლა კი ისიც ზუსტად ვიცი, რომ ცხოვრება შანსს ყოველთვის გაძლევს, სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებს და ყველაზე მთავარ ოცნებასაც გიხდენს. ჰო, „გრანდე ჯგუფმა“ შანსი მომცა და ოცნება ამიხდინა – „კრწანისი გრანდე“ უკვე ჩემი კომფორტის ზონაა, ჩემი მინისამეფო, სადაც მეფეც ვარ, იმპერატორიც და პრეზიდენტიც!

ვანო პავლიაშვილი ჟურნალისტი.