რა არის ქართული დეველოპერული პროექტების ერთ-ერთი  – თუმცა, არა ერთად-ერთი – სუსტი წერტილი?

ყველაფერთან ერთად – ესაა პროექტების დიდი ნაწილის დაუსრულებლობა.

სურათზე, რენდერზე, სარეკლამო ბუკლეტებზე ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება – თანამედროვე დიზაინის შენობები, რომლებიც ნებისმიერ ევროპულ ქალაქს დაამშვენებენ, იქვე მოწესრიგებული გზები, ეზოები, შიდა ინფრასტრუქტურა.

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა – ქართველი დეველოპერების მუდმივი ფინანსური პრობლემების და წრვილმანებზე ეკონომიის დაუოკებელი სურვილის გამო, თბილისში აშენებულ ახალ კორპუსებში იშვიათად შეგხვდებათ ბოლომდე დასრულებული შენობა.

90%-ს რაღაც აკლია – ან სანახევროდაა შეღებილი, ან მისასვლელი გზა გადათხრილი და მიგდებულია, ეზოში ტალახია, ტროტუარზე, ბორდიურზე და გაზონზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია..

ხშირად თავად შენობებიც სანახევროდაა გასრულებული – სადარბაზოები მოპირკეთებული არაა და ამიტომ იქ ზამთარში ტალახია, ზაფხულში მტვერი, ფანჯრები და კარები ჩასმული არაა, განათება არ არის,  ზოგჯერ გასაქირავებელი კომერციული ფართებიც ბოლომდე დასრულებული არაა, ვიტრინები აკლია, კედლები კი გალესილიც კი არაა.

შენობა, რომელიც სურათზე გამოიყურება როგორც ევროპული რაიონის ნაწილი, რეალურ ცხოვრებაში უფრო სამხრეთ ამერიკის ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მოგაგონებთ.

თბილისში აშენებული ახალი კორპუსების უმრავლესობა ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიღებამდე, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მორალურად მოძველებულია და დასანგრევია. კარგი პროექტების დიდი ნაწილიც  მშენებლობის დასრულებიდან სულ 2-3 წელიწადში გახუნებულია და ფერდაკარგული – ქართველი დეველოპერების უმრავლესობის წარმოდგენით, შენობის იერსახე უმნიშვნელო ფუფუნებაა, რომელზეც ხარჯების დაზოგვა ყველაზე უსაფრთხოა და მომგებიანია. 

საბოლოო ჯამში, ჩვენც ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ – ახალაშენებული კვარტლები ძველ საბჭოურ მირკორაიონებს სულ უფრო და უფრო ემზგავსებიან.

ქართული დეველოპმენტის უკვდავი კლასიკაა ასევე მშენებლობის დასრულების ვადების მუდმივი გადაწევა.

ქართულ სამშენებლო ბაზარზე კორპუსის აშენება მხოლოდ რამდენიმე თვის დაგვიანებით – ნამდვილ გერმანულ პუნქტუალურობად ითვლება.

ასევე საქართველოში შემორჩა ურბანული განვითარების საბჭოური ტრადიცია, რომელიც გულისხმობდა, რომ სახლი – მხოლოდ საცხოვრებელი და დასაძინებელი ადგილია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი – მაღაზიები, სილამაზის სალონები, სპორტული ობიექტები, მოკლედ ყველანაირი ინფრასტრუქტურა – ცალკე.

საქართველოში დღესაც ასე აშენებენ – მაქსიმუმ, კორპუსში „სპარის“ ან „ორი ნაბიჯის“ სუპერმარკეტი, ერთი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია და სილამაზის სალონი იყოს. და ამას რატომღაც სიამაყით უწოდებენ „საცხოვრებელ კომპლექსს“, იმის მიუხედავად, რომ თვისობრივად ეს არანაირი „კომპლექსები“ არაა – ჩვეულებრივ საბჭოური ტიპის საცხოვრებელი კორპუსებია, ოღონდ მიშენებები აკლია.

„კრწანისი გრანდეს“ მიდგომა ამ მანკიერი პრაქტიკისგან რადიკალურად განსხვავდება – ყველა კორპუსები დათქმულ ვადაში დასრულდება და ყველა შენობა თავიდან ბოლომდე დასრულებული იქნება – მოწესრიგებული, შეღებილი, მოპირკეთებული და ულამაზესი სადარბაზოებით…

„გრანდე კრწანისი“ ურყევი რწმენაა, რომ ადამიანს, რომელმაც ათობით ათასი დოლარი ბინის ყიდვაში დახარჯა, სახლში ასასვლელად წუმპეებს შორის სირბილი და დღეგამოშვებით ტალახიანი მანქანის რეცხვა არ უნდა უწევდეს.

დეველოპერმა კლიენტების კომფორტი და თავისი საქმიანი რეპუტაცია წვრილმანებზე დაზოგილ, ან პირდაპირ რომ ვთქვათ, მოპარულ ფულზე არ უნდა გაცვალოს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ მყიდველს სხვადასხვა მომსახურეობის მიღებისთვის სხვაგან წასვლა არ უნდა უწევდეს და არც იმაზე ფიქრი, რაც მისი საქმე არაა – მაგალითად სადარბაზოების და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-დალაგებაზე. არ გეგონოთ პატარა ამბავი თბილისში, სადაც სადარბაზოს დალაგებაზე მეზობლების მიერ 3-3 ლარი შეგროვება აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა…

ბინების მფლობელები ისარგებლებენ ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა:
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზები, მიწისქვეშა სამდონიანი ავტოსადგომები, ველო ბილიკები, საბავშვო მოედანი, რეკრეაციული ზონა 10000 კვ/მ, სადღეღამისო დაცვის სამსახური და ვიდეო მონიტორინგი.

თბილისში ბოლოს და ბოლოს ურბანული კულტურა უნდა შეიცვალოს – ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებს არც ლიფტის რემონტი და არც სადარბაზოში ნათურების ჩამოკიდებაზე ფულის შეგროვება უნდა სჭირდებოდეს.

… და „საცხოვრებელი კომპლექსი რეალურად „კომპლექსი“ უნდა იყოს და არა ბეტონის დიდი და უსახური საძილე ტომარა.

თუ თქვენ ასეთი ცივილიზებული ცხოვრება გიზიდავთ – მაშინ „კრწანისი- გრანდე“ თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.

მაიკო წერეთელი.