სოფელში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე. სანამ სტუდენტი გავხდებოდი და ქალაქში გადმოვცხოვრდებოდი, თბილისში სტუმრობა რაღაც ზღაპარს ჰგავდა, ანუ მშობლები რომ იტყდონენ ხოლმე, აი, შაბათ-კვირას ქალაქში უნდა წავიდეთო, სიხარულისგან, მახსოვს, სახე მიწითლებოდა და დღეებს კი არა, წუთებს და საათებს ვითვლიდი, ეს შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა.

თბილისში საკუთარი ბინა არ გქვონდა. ამიტომ, ღამეს ან დედაჩემის შორეულ ბიძაშვილთან ვათევდით ხოლმე, ან მამაჩემის ძმასთან. წესით, ალალ ბიძასთან სტუმრობა უფრო სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე დედაჩემის შორეულ ნათესავთან მისვლა მიხაროდა და ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა – ის ქალბატონი, რომელიც დეიდად მეკუთვნოდა, მაღალსართულიანი სახლის ყველაზე ზემო სართულზე ცხოვრობდა და იქიდან მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა.

ახლა, შეიძლება, გაგეღიმოთ, მაგრამ მაშინ ქალაქი ჩემთვის ამ მაღალსართულიანი სახლით იწყებოდა და მთავრდებოდა. ხომ იცით, ბავშვობისროინდელი მოგონებები ადამიანებს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ ხოლმე. ჰოდა, ეს მოგონება მეც დღემდე გამომყვა, ანუ თბილისი ჩემთვის ახლაც, როგორც მაშინ, შორეულ ბავშვობაში, მაღალსართულიანი სახელებით იწყება.

ამიტომაც, გულწრფელად ვიტყვი: „გრანდე ჯგუფის“ „კრწანისი გრანდეს“ მშენებარე პროექტს რომ გავეცანი, ჩემდაუნებურად იქ, ბაშვობაში დავბრუნდი, ესე იგი, იმ დროში, როცა ყველაზე ლაღად, უდარდელად ვცხოვრობდი და როცა თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი!

ისე, სიტყვამ მოიტანა და, „კრწანისი გრანდეში“ თავს დაცულად მხოლოდ მე კი არა, ნებისმიერი თქვენგანი იგრძნობს, იგრძნობს, რადგან ეს სამშენებლო კომპლექსი დაცულობის, უფრო ზუსტად, დაცვის ზეთანაედროვე სისტემით გამოირჩევა!

საერთოდ, დაცულობა თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, როცა ბინას ირჩევს, ერთ-ერთი ფაქტორი, რითიც ინტერესდება, სწორედ დაცულობაა, ანუ კითხულობს, ბინაში თავს დაცულად რამდენად იგრძნობს.

ამ მხრივ „კრწანისი გრანდე“, მართლაც, უნიკალური გადაწყვეტილებაა! შეაბამისად, არ ინანებთ, თუკი არჩევანს სწორედ „გრანდე ჯგუფის“ ამ პროექტზე შეაჩერებთ, პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება და არაერთი ადამიანი ახალ წელს საკუთარ ჭერქვეშ შეხვდება!

მოკლედ, „კრაწანისი გრანდე“ კლასიკური ჭკვიანი სახლია. რა არის ჭკვიანი სახლი? რა და, – ეს ახალი ტექნოლოგიებით გაუმჯობესებული ცხოვრებაა.

როგორ უნდა გააუმჯობესოს ახალმა ტექნოლოგებმა ცხოვრება?

საერთოდ, კომფორტი დეტალებშია. ეს დეტალები კი სწორედ „ჭკვიან სახლში“ იმალება. აი, მაგალითად, თუ ნაშუაღამევს წყურვილმა გამოგაღვიძათ, სიბნელეშ ბოდიალი არ მოგიწევთ.

ასევე, არ მოგიწევთ, ინერვიულოთ მაშინ, თუკი შინიდან გასული ვერ გაიხსენებთ, გაზი გამორთეთ თუ არა.

ახლა, იკითხავთ, რატომ არ მომიწევს ნერვიულობო?

რატომ და, ყველაფერი ის, რაც მაშინ მოხდება, როცა შინ არ იქნებით, შეგიძლიათ სმარტფონით აკონტროლოთ.

ასე და ამგვარად, „კრაწანისი გრანდე“ ზუსტად ისაა, რაზეც ჩვენ, ყველანი ვოცნებობდით, თუმცა ყველაფერი ეს დღეს ოცნება კი არა, უკვე რეალობაა!

ნინუკა ნემსაძე