ცნობილ გამონათქვამს თუ დავეყრდნობით, ყველა გზა აუცილებლად რომში მიდის, მაგრამ თუ ქართული რეალობიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელებთ, აქ, ყველა გზა, ბილიკი თუ აღმართიც და დაღმართიც დედაქალაქში, თბილისში მოდის.

ნებისმიერი პროფესია, რომელსაც არ უნდა დაეუფლო ჩათვალეთ, რომ მხოლოდ დიპლომში ჩააწერილი სიტყვები და ოთხი წლის მანძილზე უნივერსიტეტის კედლებში გატარებული წლებია თუ, დედაქალაქში არ წამოვედი, რადგანაც პერსპექტიული და სტაბილური სამსახურის გარანტი ეს ქალაქია.

ქართულ რეალობაში თბილისი ის საოცნებო მეგაპოლისია, როგორიც ევროპის, აზიის თუ აშშ-ს ცნობილი ქალაქები სადაც ერთხელ მოხვედრაც კი ყველასთვის საოცნებოა. სახელწოდბა მეგაპოლისი თავისმხრივ მარტივად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის ქალაქებში მოსახლობის ყველაზე დიდი ნაწილი, ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალება და რაც ყველაზე მთავარია მჭიდრო ურბანული განაშენიანება გვხვდება. თავის მხრივ კი ეს ყველაფერი დაკავშირებულია დაბინძურბულ გარემოსთან, ხმაურთან და არასაკმარის რეკრეაციულ ზონებთან, რაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრებას ფაქტიურადდ შეუძლებელს ხდის და შესაბამისად სიამოვნების ნაცვლად, ადამიანი ცხოვრების იძულებით წესზე გადადის.

ზუსტად ასე ხდება თბილისშიც და ეს ძალიან მარტივი შესამჩნევია თუ ქალაქის სივრცეს გაცდები და უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქავ ჰაერს, მერე სულ გინდება, რომ ხშირად გახვიდე და გაეცალო იმ გაუსაძლის რეალობას სადაც ხარ და დამღლელი სამუშაო თუ უბრალოდ სასწავლო დღის შემდეგ, სიმშვიდეში სუფთა ჰაერზე, ირგვლივ ძალიან ბევრი ნარგავის ფონზე განიტვირთო. თუმცა უმეტეს ჩვენთაგან მაინც სახლში მიეჩქარება და ცდილობს სწორედ იქ მოიპოვოს ის სიმშვიდე და ჰარმონია, რომლიც ესოდენ საჭიროა იმისთვის, რომ არ ,,გადავიწვათ“ და ყოველი მომდევნო დღე ისეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდეს, როგორც წინა. სწორედ ამიტომ ვცდილობთ მოვძბნოთ ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელსაც ახლოს აქვს სკვერები, საფეხბურთო თუ სხვადასხვა დანიშნულების სპორტლი მოედნები, სავარჯიშო სივრცეები მოკლედ, ყველაფერი ის რაც აუცილებელია ფიზიკური და სულიერი კომფორტის შესაქმნელად თუმცა, დამეთანხნებით, რომ ეს არც თუ ისე მარტივია.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში უკვე ბევრი წელია აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს და ქალაქის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი კორპუსები ,,სოკოებივით“ მრავლდება, მაინც რთულია იპოვო მყუდრო და მშვიდი გარემო, რადგანაც ის, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე ერთობლიობაში ძალიან რთული მოსაპოვებელია. ხშირ შემთხვევაში კი პროექტი და თვალისმომჭრელი მაკეტები, რომლებსაც სოციალურ სივრცეში თუ რომელიმე კონკრეტული სამშენებლო კომპანიის ვებგვერდებზე ვხედავთ, სრულიად აცდენილია რეალობას, რომელის წინაშეც მაშინ ვდეგებით, როდესაც ახალ საცხოვრებელში რუდუნებით შევიტანთ ახალ ავეჯს, მოვაწყობთ ლამაზად და დავიწყებთ ცხოვრების ,,ახალ“ ეტაპს. რამდენიმე კვირის ან თვის გასვლის შემდგ კი აღმოვაჩენთ, რომ ახალი ეტაპი ნამდვილად დავიწყეთ თუმცა, იდნტური და ხშირად გაუმჯობესებული პრობლემებით თუმცა, ერთი განსხვავებით – სხვა ლოკაციაზე, ამიტომაც, კოლოსალური დანახარჯების მიუხდავად მაინც გვიწევს ყოფნა ისევ და ისევ ჩვეულ ხმაურიან, მომაბეზრებელ და დამთრგუნველ გარემოში. ყველაფერი ეს კი, არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სადღაც გულის თუ გონების სიღრმეში არ ვიფიფქროთ ცვლილებასა და სიახლეზე, რომელიც გვესაჭიროება და აუცილებელი ფაქტორია იმისთვის, რომ დედამიწაზე საკუთარი სამოთხე შევიქმნათ.

მოკლედ, ბევრი ძიების და სამშენებლო კომპანიიდან, სამშენებლო კომპანიების გვერდებზე ინფორმაციის სქროლვის შემდეგომ, აღმოვაჩინე ,,კრწანისი გრანდე“, საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც სათავეში უდგას ისეთი წარმატებული სამშენებლო დეველოპერული კომპანია, როგორიც  ,,გრანდე  ჯფუფია“. კომპანია რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოს ბაზარზე საკუთარ საქმიანობას წარმატებით ასრულებს, ამის ძალიან კარგი და მკაფიოდ გამომხატველი მაგალითი საქართველოს სხვადასხვა ნაწილში მიმოფანტული სასტუმროებია ,,როიალ ინნ“, ,,ბაკურიანი ინნ“ და ,,გუდაური ინნ“, ვისაც ხარისხიანი დასვენება უყვარს და ერთხელ მაინც უსარგებლია აღნიშნული სასტუმროების მომსახურებით დამერწმუნება, რომ ნამდვილი კომფორტის ზეიმია. შესაბამისად იმ ინფორმაციის შემდეგ, რომელსაც ამ სამშენებლო ჯგუფის შესახებ ვფლობდი წესით, არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა გამჩენოდა, მაგრამ მაინც უკეთ გადავამოწმე და დეტალურად შემიძლია გითხრათ თუ, რა მაგარ რამესთან გვაქვს საქმე.

სწორად დაგეგმილი ურბანული გეგმა, საუცხოო 10 000 კვ/მ-ზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, ტერასები, სპორტული მოედნები, ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, ველობილიკები და რაც მთავარია ბინები, რომელიც ყველა იმ პრობლემას მოგიგვარებთ, რომელზეც უკვე ვისაუბრე. ,,კრწანისი გრანდე“ ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც არანაირ შანსს არ გიტოვებთ თქვენი მყუდრო და ძალიან მყარად ნაშენები სახლი განტვირთვის მისაღებად, სადმე სხვა მიმართულებით გამგზავრების მიზნით დატოვოთ.

ვინაიდან კომფორტული და ჩვენზე მორგებული საცხოვრებლის შეძენა არც თუ ისე, მცირე თანხა გვიჯდება ამიტომაც, დეტალურად შევეცდები აგიხსნათ რატომ ,,კრწანისი გრანდე“.

ვინაიდან საქართველო სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში იმყოფება, საცხოვრებლის შეძენისას პირველი რითაც ვინტერესდებით შენობის სიმყარეა, ,,კრწანისი გრანდე“-ს საცხოვრებელი კომპლქსი კი ამ მხრივ 0%-იან ეჭვსაც კი არ გიტოვებთ, რაგანაც მშენებლობისას მხოლოდ დ მხოლოდ ნოვატორული სისტემები გამოიყენება, რომელიც შენობის მდგრადობისა და ენერგოეფეტურობის უპირობო გარანტია.

მშენებლობისას გამოიყენება უკრაინული, უმაღლესი ხარისხის არმატურა, რომელიც ძალიან დიდ დაწოლას უძლებს, რაც შეეხება ბეტონს ამ მხრივ საფიქრალიც არაფერია რადგანაც მშენებლობის ყველა ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ,,ჰაილბერგი“ გამოიყნება.

გარდა იმისა, რომ სოცარი სიმწვანით გარშემორტყმულ და სუფთა ჰაერით გაჯერებულ გარემოში გიწევთ ცხოვრება, თქვენი სიმშვიდის გარანტად წარმოდგენილია, ენერგოეფექტური ალუმინის ვიტრაჟული კარ – ფანჯრები ასევე, ენერგოეფექტური მინა – პაკეტით.

გარდა ამისა ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირი, გაყვანილია ელექტროენერგიის, ინტერნეტის,  ტელევიზიისა და ,,დამაფონის“ კაბელები. სრულად მოწესრიგებულია გათბობის სისტემა და რაც ყველაზე მთავარია, სრული არჩევანი გაქვთ დიზაინში, რომლითაც თქვენი ბინის მოწყობა გსურთ.

,,კრწანისი გრანდე“ პირველი მობინადრეების მიღებას  2021 წლის ბოლოდან შეძლებს, რომელთა განკარგულებაშიც ყველაფერ ზემოთჩამოთვლილთან ერთად, სამდონიანი პარკინგი იქნება, რაც თქვენი მანქანის უსაფრთხოებას და სისუფთავეს უზრუნვლყოფს, პარკინიგის მეშვეობით თქვენ არ მოგიწევთ წვიმის წვეთებისგან დალაქავებული ავტომობილის პირდაპირ სამრეცხაოში წაყვანა მაშინ, როდესაც კონკრეტული დღის გეგმებში, მანქანის რეცხვა შეიძლება სულაც არ შედიოდს.

თქვენს უსაფრთხოებაზე 24 საათიან მონიტორინგს, დაცვის სამსახური და ძალიან კარგად აღჭურვილი ვიდეოსისტემა განახორციელებს.

მოკლედ ყველაფერი ის, რაც მგობრების მიერ გადმოცემით მოგისმენიათ ან, საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, რომელიც საცხოვრებლის გარე თუ შიდა პერიმეტის მოვლა-პატრონობას შეხება, აქ უბრალოდ ისეთ მოგონებად გადაიქცევა, როგორ 90-იანების უშუქობა, ,,დვიჟოკი“, მეცხრე ბლოკი და ე.წ. კერესინკა.

იცხოვრე უკეთესად! – ეს ,,კრწანისი გრანდე“-ს დევიზია და მერწმუნეთ, აღნიშნული კომპანია არასოდეს ღალატობს საკუთარ მომხმარებელს.

მიშა ხაჩიძე. (ავსტრია)