რამდენიმე დღე მთაში ვიყავი – ზემო აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში. აქაურობას სოფლის სტატუსი ოფიციალურად არ აქვს. ეს ზაფხულის იალაღია – მთა ჩირუხი. ასეთი ტრადიციაა: მაისის შუა რიცხვებში ბარად ჩასული აჭარლები დედაუწლიანად აიყრებიან, მთა ჩირუხში ავლენ და სექტემბრის პირველ დეკადამდე დარჩებიან. უფრო ზუსტად, იალაღებზე მხოლოდ დიაცები და ბავშვები რჩებიან. მამაკაცები კი ბარში ბრუნდებიან და შრომას აგრძელებენ.

მთა ჩირუხში დარჩენილ ქალებს ადგილობრივები მემთეურებს ეძახიან… ხის სახლები ორსართულიანია. პირველ სართულზე საქონელი ბინადრობს. მეორეზე ადამიანები ცხოვრობენ. ცხოვრების ეს წესი ზოგიერთ მემთეურს დღემდე აქვს შენარჩუნებული. მართალია, სადგომი, სადაც მე და ჩემი მეგობრები დავბინავდით, ტრადიციულისგან ოდნავ განსხვავდებოდა, ანუ პირველ სართულზე საქონელი არ იყო, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ისეთი განცდა გქვონდა, რომ თითქოს სადღაც, შორს, წინა საუკუნეებში აღმოვჩნდით.

რატომ გვქონდა ასეთი განცდა? – იმიტომ, რომ არ იყო ფიჭური კავშირგაბმულობა, არ იყო ინტერენტი, არ იყო „ფეისბუქი“…

დიახ, ჩვენ ცივილიზაციას ვართ მოწყვეტილნი და უინტერნეტობა დიდად არც გვანაღვლებს, რადგან ჩვენ სამოთხეში ვართ, დედამიწისეულ სამოთხეში.

მთა ჩირუხში ერთადერთი მაღაზიაა. მაღაზია პირობითად ეთქმის – ფიცრული  სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები იყიდება. მაღაზიის მეპატრონეც მემთეური ქალბატონია, 70 წლამდე იქნება.

– ქალაქში ცხოვრებაზე არასოდეს გიოცნებიათ? – ღიად და პირდაპირ ვეკითხები.

მოხუცი დაფიქრდა, მერე თვალი-თვალში გამიყარა და კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა:

– ქალაქში რა ყრია?

დავიბენი, არ ვიცი, რა უნდა მეთქვა და… უნებურად „გრანდე ჯგუფი“ გამახსენდა, ჩემი „გრანდე კრწანისი“, მშვიდი და კომფორტული ცხოვრების გარანტი.

სიმართლე გითხრათ, ახლაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ მომინდა, რომ მემთეური დიაცისთვის „გრანდე კრწანისზე“ მომეყოლა. ჰოდა, ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე და პირი მოვხსენი:

– იცი, ბებო, „გრანდე კრწანისი“ რა მაგარი ადგილია?

შევატყვე, თანამოსაუბრემ ჩემი რეპლიკისგან ბევრი ვერაფერი გაიგო და მაშინვე მეორე კითხვა დავუსვი:

– აი, იმ მთას ხომ ხედავთ?

– მთელი ცხოვრებაა, მაგ მთას ვუყურებ, – მომიგო მემთეურმა.

– ჰოდა, წარმოიდგინეთ, „გრანდე კრწანისი“ ლამის მაგ მთის სიმაღლე სახლია.

– მთის სიმაღლე სახლი როგორ შეიძლება? – ეჭვის თვალით მიყურებს ქალბატონი.

– კი, ბებო, შეიძლება, – ჩემსას არ ვიშლი და „გრანდე კრაწანისზე“ ისეთი ეგზალტირებული ვყვები, ჩემი მეგობრები ღიმილის ძლივს იკავებენ, ერთ-ერთი კი მხარზე ხელს მადებს და მეუბნება, შენ, მგონი, „გრანდე ჯგუფზე“ ხარ გამიჯნურებულიო.

– რატომაც არა?! – „გრანდეს“ მიჯნურობას ვიფერებ და, როგორც იტყვიან, ენას აღარ ვაჩერებ:

– სამშენებლო დეველოპერული კომპანი „გრანდე ჯგუფი“ მრავალი წელია, წარმატებით მოღვაწეობს და კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს ქმნის. ახლა კი ახალი პროექტი აქვს – „კრწანისი გრანდე“, რომელიც დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. „კრწანისი გრანდე“, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ბარდება, მობინადრეებს ყველა სახის სერვისს ერთ სივრცეში დაახვედრებს. მნიშვნელოვანია, რომ „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციებით აღჭურვილი კომპლექსის – „კრწანისი გრანდეს“ მშენებლობა 21 000 კვ/მ-ზე მიმდინარეობს და ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება – ღია და დახურული აუზები, განსაკუთრებული მოსასვენებელი და საპიკნიკე ზონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა სალონი ყველაზე ეკოლოგიურ გარემოში, ლობის სტილის სადარბაზოები, კომპლექსის სრული დაცულობა 24 საათის განმავლობაში და სამდონიან მიწისქვეშა პარკინგი, რომელსაც სამმეტრიანი ჭერი აქვს.

რატომღაც ვჩუმდები და მემთეურს თვალს-თვალში ვუყრი. მართალია, მოხუცს ის, რაზეც ველაპარაკები, სიზმრადაც კი არასოდეს უნახავს, მაგრამ გულმოდგინედ მისმენს და ვგრძნობ, სადაცაა, მეტყვის, ქალაქს როდის წამიყვანო.

– ბებო, გინდა, თბილისში წაგიყვანო? – ვა-ბანკზე მივდივარ.

ქალი შორს, მთებისკენ იყურება და უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემს გასაგნონად ამბობს:

– კი, მინდა, მაგრამ უჩემოდ მთები მოიწყენენ!

– ნუ ჯავრობ, ბებო, – ვამშვიდებ, – ქალაქში კი არ დაგტოვებ. ჩავალთ, რუსთაველზე გავივლით, მთაწმინდაზე ავალთ, მერე, კრწანისში გავივლით, „კრწანისი გრანდეს“ მშენებლობას თვალს შევავლებთ და ისევ მთა ჩირუხში ჩამოვალთ.

ვატყობ, ცოტაც და, მემთეური ქალი ქალაქში წამოსვლაზე დამთანხმდება.

აი, წარმოვიდგინე, რომ თბილისში ვართ, „კრწანისი გრანედში“. უფრო კონკრეტულად, „კრწანისი გრანდეს“ ლაბში ვართ.

აგერ, პირმშვენიერი გოგონა ღიმილით გვეგებება და ზრდილობიანად გვიხსნის:

– თუ აუზზე ან სატრენაჟორო დარბაზი გნებავთ, მაშინ აქეთ უნდა წახვიდეთ, თუ ვერანდაზე გსურთ დასვენება, მაშინ იქით მიბრძანდით.

მასპინძელს მეც თავაზიანად ვუღიმი და ვეუბნები:

– გეთაყვა, მე და ჩემი მემთეური აქვე ჩამოვსხდებით. ბებო ჩაის დალევს, მე – ყავას და ცოტას ხანს ვიმუსაიფებთ.

– კეთილი, ნება თქვენია, – მეუბნება „კრწანისი გრანდეს“ თანამშრომელი.

მე და მემთეური ქალი იქვე ჩამოვსხდებით.

– მოგწონთ ქალაქი? – ვეკითხები.

– კი, მომწონს, მაგრამ ჩემი მთა მომენატრა.

– წავალთ, ბებო, მალე წავალთ…

ჩვენი ირეალური მოგზაურობა სრულდება. მემთეური ქალი მთა ჩირუხში რჩება. მე ბარში ვბრუნდები.

ზემო აჭარიდან თბილისამდე, მაქსიმუმ, 8 საათია სავალი. შებინდებისას თბილისში ვიქნები და… ქალაქის ჰაერს ჩავისუნთქავ თუ არა, მაშინვე „კრწაისი გრანდეს“ დავხედავ.

ჰო, მე მთიდან ჩამოვედი…

ნინო ვასაძე.