ამ პოსტში საუბარია ტორტის ცხობის საერთო პრობლემებზე და რატომ ხდება ეს.

ტორტების ცხობის ამ რჩევების საშუალებით თქვენ შეისწავლით თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ყველა სირთულე, რომელსაც სხვები განიცდიან.

თუ ტორტი ჩავარდა: ღუმელი არ არის საკმარისად ცხელი. დაბალია ტემპერატურა. არასაკმარისი ცხობა. გახსენით ღუმელის კარი მომზადების დროს. ძალიან ბევრი შაქარი აქვს.

თუ ტორტი პიკს აღწევს ცენტრში: ღუმელი ძალიან ცხელია ცხობის დასაწყისში. ძალიან ბევრი ფქვილი აქვს.
პროპორციები არ არის დაცული.

თუ ტექსტურა მძიმეა (მკვრივი): ზედმეტად შეურიეთ ფქვილისა და სითხე. ღუმელის ტემპერატურა ძალიან დაბალია
ძალიან ბევრი ზეთი აქვს ან შაქარი.

თუ ტექსტურა სქელია: არასწორი ნარევი ან ბევრი ნაღები აქვს. ღუმელის ტემპერატურა ძალიან დაბალია
ძალიან ბევრი საფუარი აქვს.

თუ ტექსტურა მშრალია: კვერცხის ცილები გადათქვეფილია. ძალიან ბევრი ფქვილი აქვს ან შაქარი არ არის საკმარისი.

ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის გამოყენებამდე.

ასევე იცოდეთ, რომ:

1. თუ ცომი არ ფუვდება, ამის მხოლოდ 2 მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ან ოთახში, სადაც ცომია ცივა, ან სითხე, რომელშიც გახსენით საფუარი – არ გაათბეთ. საფუარი, იმისთვის რომ გააქტიურდეს, აუცილებლად თბილ სითხეში იხსნება.

2. კარგი ფუმფულა ბეზე რომ ათქვიფოთ, ჭურჭელი იდეალურად სუფთა უნდა იყოს, ცილა კი ოთახის ტემპერატურის. ხშირად ბეზესთვის განკუთვნილ ცილას წინასწარ მაცივარში დებენ. ასეთი ცილა უფრო სწრაფად ითქვიფება. სამაგიეროდ, ოთახის ტემპერატურის ცილით უფრო ფუმფულა და ჟანგბადით მდიდარი ბეზე გამოდის. და კიდევ – ათქვეფის წინ ცილას მწიკვი მარილი დაამატეთ.

3. კექსის ცხობისას ქიშმიში ხშირად ძირში ჩადის და არ ნაწილდება ცომში თანაბრად. ეს ნიშნავს რომ ცომი თხელია. თუ ცომი ისეთი სისქისაა, რომ კოვზიდან ადვილად არ ჩამოდის – ქიშმიში თავის ადგილზე დარჩება. ამიტომ დააამატეთ კექსის ცომს ფქვილი, ან თავად ქიშმიში ამოავლეთ ფქვილში და ისე შეურიეთ ცომს.


4. თუ გამოცხობის შემდეგ ტორტის ბისკვიტი ვარდება, ორი რჩევა გაითვალისწინეთ: 1) შესაძლოა ცომი საჭიროზე დიდხანს თქვიფეთ? ფქვილის შერევისას ნუ გამოიყენებთ მიქსერს, შეურიეთ კოვზით ან ხელის სატქვეფის დახმარებით, “ქვემოდან ზემოთ” მოძრაობით. ბევრი თქვეფა ბეზეს “გააწყალებს”. 2) აიღეთ გრძელი პირსახოცი, დაასველეთ და კარგად გაწურეთ. შემოახვიეთ ბისკვიტის საცხობ ფორმას გარშემო და ასე გამოაცხეთ 170 გრადუსზე. ბისკვიტი თანაბრად ამოვა და გამოცხვება. სხვათაშორის, იყიდება სპეციალური ლენტები, რომელიც პირსახოცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ – პრინციპი იგივეა.

5. თუ ცომში ხაჭოს იყენებთ, წინასწარ დაწურეთ ზედმეტი სითხისგან, რათა ცომი საჭიროზე თხელი არ გამოვიდეს.

6. თუ ბისკვიტის ცხობა ზედმეტი მოგივიდათ და მიიწვა, პანიკაში ნუ ჩავარდებით. მოაჭერით გვერდები, ძირი და თავი ბასრი დანით. მართალია, ზომაში შემცირდება, მაგრამ ნაგავში გადაგდებას სჯობს.

7. ხილის ნამცხვრები და ღვეზელების ცხობისას, გაითვალისწინეთ, რომ ხილი წვნიანია და ცხობის პროცესში წვენს გაუშვებს. ცომი რომ ზედმეტად არ დასველდეს, ხილს გადაურიეთ სახამებელი ან ცომსა და ხილის ფენას შორის საფანელი მოაფრქვიეთ

“გრანდე ჯგუფი”