რა არის დღეს, პანდემიის პერიოდში ჯანმრთელობის შენარჩუნების მეტ-ნაკლებად მტკიცე გარანტია?

ოღონდ არ იფიქროთ, რომ პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ვაქცინაცია – ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ გრძელვადიან ფიზიკურ მხნეობასთან მხოლოდ ნაწილობრივ კავშირშია.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ იქნებ დაგვავიწყდა, მაგრამ თავად ბუნებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ დედამიწაზე სხვადასხვა დაავადებათა უზარმაზარი ჩამონათვალი მხოლოდ კოვიდ-19-თ არ შემოიფარგლება – ყველას ჩვენ, ყოველდღიურად ცხოვრებაში ათასნაირი ვირუსი, ბაქტერია, უბედური შემთხვევა და კიდევ ვინ იცის რა გველოდება.

იმისთვის, რომ ყველა ამ უსიამოვნებას მეტ-ნაკლებად მომზადებულები და ძლიერი იმუნიტეტით დავხვდეთ,  საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი. მარტივი ჭეშმარიტებაა, თუმცა ხშირად სწორედ მარტივი ნორმებია ყველზე რთული. შესასრულებელი..

აქაც საქართველოში ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებული პრაქტიკა გვაქვს – საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე არავინ ფიქრობს და ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება სრულიად თვითდინებაზეა მიშვებული.

ეს არც ისე კარგი მოვლენაა საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების წესი სიჯანსაღისგან  ისედაც საკმაოდ შორსაა – თუ არ ჩავთვლით პროფესიონალ სპორტსმენებს და ოლიმპიურ ჩემპიონებს, ქართველები მასობრივი ჯანსაღი ცხოვრების წესით, სამწუხაროდ არ გამოვირჩევით.

ჭამა-სმა, ღვინის ფუნქციის არასწორი აღქმა,  ქუჩური მენტალიტეტი – ეს მიზეზების მხოლოდ ნაწილია, რომელთა გამო, ყოფითი ჯანმრთელი ცხოვრების წესი დღეს საქართველოში ჯერ მხოლოდ დამკვიდრებას  ცდილობს.

„კრწანისი გრანდეს“ მიდგომის თანახმად, ქვეყანაში არაფერი  არსებობოს მისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც ცხოვრების ჯანსაღ წესს ხელშეწყობა სჭირდება.

რა დასამალია და ბევრი უბრალოდ ზარმაცობს და თავს იმით იმართლებს, რომ სპორტული დარბაზი ან აუზი შორსაა და სავარჯიშოდ დრო არ რჩებათ.

სინამდვილეში ეს მხოლოდ თავის მართლებაა სწორედ ის, რასაც  ძველ ქართულ ენაზე „გაპრავება“ ჰქვია. კი გვინდა, მაგრამ შორსაა, დრო არ გვაქვს, არ გვცალია…

ვისაც სურს ჯანმრთელი ცხოვრება – ჩვენთან ამის სრული შესაძლებლობა ექნებათ – არსად არაა წასასვლელი, არ მოგიწევთ ჩანთით ხელში ქალაქის მეორე ნახევარში სავარჯიშოდ ან საცურაოდ წასვლა.

მივცეთ ადამიანებს ვარჯიშის და ჯანმრთელი ცხოვრების საშუალება და „გაპრავების“ შანსი  წავართვათ იმათ, ვისაც ვარჯიში არ სურს, ოღონდ ამას არასდროს აღიარებს და ხელისშემშლელ მიზეზებს ყოველთვის მოძებნის.

ნუ ეძებთ გამართლებას ყველგან და ყველაფერში და აღიარეთ, რომ პრობლემა თქვენივე თავშია.

როგორც ცნობილია, „კრწანისი გრანდე“-ს პროექტში შედის 4 საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო 1  კი მთლიანად სპორტის მოყვარულებს ეთმობა – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი,  ღია და დახურული საცურაო აუზები, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზები,  ველობილიკები – ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესანიშნავ საშუალებას იძლევა.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ფიზიკური აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანოთ, არ იმოძრაოთ და გულისყურით დაუკვირდეთ როგორც იზრდება თქვენი მუცელი. ამაზე მარტივი ხომ არაფერია.

მაგრამ თუ თქვენ არ გსურთ საკუთარი თავის ჩამოწერა და ამის ათასი არარსებული ობიექტური მიზეზებით გამართლება და თუ არ გინდათ თქვენი შეხება სპორტთან მხოლოდ რეალ-ბარსელონაზე წაგებული ბინის ფულით შემოიფარგლებოდეს – „კრწანისი გრანდე“ ყოველთვის თქვენს გვერდითაა!

თაკო დოლაბერიძე.