ჭკვიანი მე ვიცი საათები – იმდენი ფუნქციები აქვს, რომ ვერ გაარჩევთ – საათებია თუ ატომური ელექტროსადგური.

ჭკვიანი მე ვიცი ავტომობილი – იმდენი რამე შეუძლია – ვერ გაარჩევთ მანქანაა თუ კოსმოსური ხომალდი.

ჭკვიანი მე ვიცი ადამიანი, და მთავარი – ესაა. ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი რამე საინტერესო მოიფიქროს. მაგალითად, ჭკვიანი სახლი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ რჩეულთა ხვედრი იყო, დღეს კი საშუალო კლასისთვისაც ხელმისაწვდომია.

წლების წინ ღილაკიანი მობილური ტელეფონი კომფორტის უმაღლეს გამოვლინებად ითვლებოდა, და უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა მის სანაცვლოდ რაღაცა გაცილებით უფრო მაღალტექნოლოგიური და ჭკვიანი შემოვიდოდა.

ფანტასტიკურ ფილმებში ხშირად გვინახია ტელეფონები, რომლებსაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი ფუნქციები ჰქონდა  – მაგალითად, ვიდეოზარი, ან ტელევიზორის ყურების შესაძლებლობა.

მაგრამ გავიდა სულ რამდენიმე წელი, და გამოჩნდა სმარტფონი, რომელსაც გაცილებით მეტი ფუნქცია გააჩნია, ვიდრე მეცნიერულ ფანტასტიკას წარმოდგენა შეეძლო.

ღილაკიანი ტელეფონი დღეს ანაქრონიზმადაა ქცეული, და ჩვენ უკვე ვერ წარმოგვიდგენია  ყოველდღიურობა სმარტფონების გარეშე.

ალბათ დროა საჭირო იმისთვის, რომ იგივე ვიხილოთ ჭკვიან სახლთან მიმართებით – საკმარისია ერთხელ დაინახოთ რამდენად ამარტივებს ის ცხოვრებას – შემდეგ უკან გზა არ დაგრჩებათ.

სხვაობა ჭკვიანსა და ჩვეულებრივ სახლს შორის მეტია, ვიდრე ღილაკიან ტელეფონს და სმარტფონს შორის, ადამიანი კი, როგორც ცნობილია, კარგს ძალიან სწრაფად ეჩვევა.

მართლაც, ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდია, როდესაც სახლიდან გასულს უცებ არ გაგიჩნდება კითხვა – გავთიშე თუ არა, გაზქურა, უთო, რაიმე სხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც თქვენი სახლის უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს შეიცავს.

როგორც წესი, ეს მანიპულაციები ავტომატურად, გაუცნობიერებლად ხდება, და ზოგჯერ ვერ ვიხსენებთ – „სახლიდან რომ გამოვედი – გაზქურა გავთიშე?“..

ჭკვიან სახლში ეს პრობლემა არ შეგაწუხებთ – თქვენს ნაცვლად ყველაფერს ელექტრონული მოწყობილობა გააკეთებს – თქვენ თუ დაგავიწყდათ – სისტემას არ დაავიწყდება.  თანაც, ყველა მოწყობილობის მართვას დისტანციურადაც შეძლებთ.

ზღვაზე წასულებს არ შეგაწუხებთ აზრი – იქნებ ვინმემ ჩემს არყოფნაში საკეთი გატეხა და სახლში შეაღწია? ჭკვიანი სახლის „გატეხვა“ შეუძლებელია – მის საკეტი თითის ანაბეჭდით მუშაობს, და უცხო ჩარევის შემთხვევაში მწყობრიდან გამოდის.

ეს არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში განგაშის შეტყობინება იქ მიდის სადაც საჭიროა.

თანაც თქვენ შეგიძლიან საკუთარ ბინას თვალი მუდმივად ადევნოთ, და დარწმუნდეთ – თქვენი სახლი – თქვენი ციხე-სიმაგრეა.

ჭკვიანი სახლის სისტემის ამოქმედებით შეამჩნევთ, რომ თქვენი ცხოვრება ბევრად გამარტივდა – საყოფადცხოვრებლო ტექნიკის მართვა, შუქის, ტელევიზორის და სხვა მოწყობილობების ავტომატური ჩართვა-გამორთვა მაშინ, როდესაც ეს საჭიროა – ეს მრავალი ფუნქციების მხოლოდ მცირე ნაწილია,

ჭკვიანი სახლის ერთ-ერთი ფუნქცია სახლში ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება დღის მანძილზე – რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ამინდი საკმაოდ ცვალებადია, ზაფხული კი – საშინლად ცხელი. თანაც ამ სისტემის მართვა დისტანციურად ხდება – სახლში მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე დააყენებთ ტემპერატურულ რეჟიმს და ბრუნდებით გაგრილებულ, ან პირიქით, გამთბარ სახლში.

თანაც ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხებთან დაკავშირებული არაა – სისტემის დაყენების ხარჯების დაკომპენსირება ძალიან სწრაფად, ენერგომოხმარების 20-30%-ით შემცირების ხარჯზე მოხვდება.

ამ, და უამრავ სხვა მომსახურეობას „კრწანისი გრანდე“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.

არა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ყველაფერი ძველებურად დატოვოთ – კარებს ბოქლომი დაადოთ, შავ-თეთრ ტელევიზორ უყუროთ, და „დისკიანი“ ტელეფონით ისარგებლოთ. ალბათ ამასაც თავისი უპირატესობა აქვს – მეტი ცოცხალი ურთიერთობები გექნებათ, თქვენი ცხოვრება  კი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და თავგადასვალებით სავსე იქნება.

მაგრამ თუ თქვენთვის სახლი არა თავგადასავლების არენა, არამედ მშვიდი და თანამედროვე ცხოვრების ადგილია – მაშინ  „კრწანისი გრანდე“ – საუკეთესო არჩევანია.